Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელენე ბლიაძე![]()
Biographyდაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტი ინჟინერ მეტეოროლოგის კვალიფიკაციით 1995 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის კათედრის დოქტურანტურა 2023 წელს. 2000-2006წწ. კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის ქართულ-გერმანული პროექტი, ქუთაისის და თბილისის მონაცემთა დამუშავების ცენტრი, გეოინფორმაციული სისტემების ექსპერტი; 2006-2010წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, პროფესორის ასისტენტი; 2007-2015წწ. საქართველოს, იუსტიციის სამინისტროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის, სივრცითი ინფორმაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის დეპარტამენტი-მენეჯერი, კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; 2007-2011წწ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ინფორმაციული წიგნიერების მოწვეული პედაგოგი; 2013 წლიდან შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის სერტიფიკაციის ორგანო, ტრენერი; 2015 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი ასისტენტი; 2015-2021წწ. გის (გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემა) და დისტანციური ზონდირების საკონსულტაციო ცენტრი "გეოგრაფიკი", კარტოგრაფირება და სივრცითი ანალიზი, პროექტების მენეჯერი, 2023 წლიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი. 7 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ინჟინერიის დოქტორი (2023). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |