შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ტლაშაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, სამთო-ინჟინერ- ჰიდროგეოლოგის კვალიფიკაციით; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასპირანტურა 2006 წელს. 1992-1997წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სტრუქტურული ერთეული: გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის კათედრა, ლაბორანტი; 1995-1997წწ. Ltd ,"Shlumberje", ნავთობ კომპანია, საველე ინჟინერი; 1996 წელს "GBOC", საქართველო-ბრიტანეთის ნავთობ კომპანია, საქმის მწარმოებელი; 1997-1998წწ. შპს ,"დიანდჰესი", მონიტორინგის და დიაგნოსტიკის ცენტრი, ინჟინერ-გეოლოგი; 1998-2003წწ. შპს "გეოინჟინერინგი", ინჟინერ-გეოლოგი; 2003 წლიდან შპს "გეოტექსერვისი" - ტექნიკური მენეჯერი, წამყვანი ინჟინერ-გეოლოგი; 2005 წელს STUCKY Ltd ენგურჰესი, მთავარი გეოლოგ-ინსპექტორი; 2006-2010წწ. შპს "შტუკი კავკასია", უფროსი გეოლოგი; 2007 წელს PA Consulting Group, კონსულტანტი; 2016-2021წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტი, მოწვეული პედაგოგი; 2021 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი, მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (2006), პროფესორი (2021). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |