The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიული ჯოხაძე

გიული ჯოხაძე
დაბადების თარიღი:1 მარტი, 1962  (63 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ქიმიკოს-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1986 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიის კათედრის ასპირანტურა 1990 წელს.

1979 -1980წწ. თბილისის ქარხანა "აქატი", ტექნიკური კონტროლის განყოფილება, შემფასებელი; 1980-1981წწ. თბილისის ცენტრალური საავარიო სამსახური, კადრების განყოფილება, მდივან-მემანქანე; 1981 წელს თბილისის ელექტრონაგებობათა კომუნალური გაერთიანება "თელასი", სააბონენტო განყოფილება, კონტროლიორი; 1986-1987წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიის კათედრა, სტაჟიორ-მკვლევარი; 1990 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში: 1990-1991წწ. ორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიის კათედრა, მეცნიერ-თანამშრომელი (ხელშეკრულებით); 1991-2009წწ. ორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიის კათედრა, უფროსი ლაბორანტი; 2009-2013წწ. ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის ორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიის მიმართულება, მოწვეული ასოცირებული პროფესორი; 2013 წლიდან ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი; სსიპ "აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო–აკრედიტაციის ცენტრის" ტექნიკური ექსპერტი; QSCert-ის სერტიფიცირებული ტექნიკური ექსპერტი (სლოვაკეთის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში); 60-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი (დაიცვა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2006 წელს), ქიმიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი (2013).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: