The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ აბჟანდაძე

მიხეილ აბჟანდაძე
დაბადების თარიღი:21 ივნისი, 1907  (117 წლის)
გარდაცვ. თარიღი:20??
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სარეკი, ჭიათურის რაიონი.

1927 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, 1929 წელს გადავიდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1932 წელს.

იმავე წელს რეჟისორმა ვახტანგ აბაშიძემ მიიწვია მხატვრად ხონის თეატრში, სადაც, სპაქტაკლების გაფორმების პარალელურად, ასრულებდა სხვადასხვა როლსაც; 1933 წელს იგი მიიწვიეს მარჯანიშვილის თეატრში მხატვრის თანაშემწედ; 1938-1944 წლებში მუშაობდა დამდგმელ მხატვრად, 1944 წელს გადადის სამუშაოდ ჭიათურის თეატრში; მ. აბჟანდაძეს გაფორმებული აქვს 130-ზე მეტი სპექტაკლი, მათ შორის: ხონის თეატრში: "ჩემი ნათლული" (1933), "შვიდი დღე" (1933), "ლიანდაგი გუგუნებს" (1938), გ. აბაშიძის "ბედნიერება" (1939), ავქ. ცაგარელის "ხანუმა" (1940), კ. ბუაჩიძის "მკაცრი ქალიშვილები" (1941); ფოთის თეატრში: შ. დადიანის "გუშინდელნი" (1940); ჭიათურის თეატრში: სუმბათაშვილ-იუჟინის "ღალატი" (1944), დენერის და კორმონის "ორი ობოლი" (1945), ავქ. ცაგარელის "ხანუმა" (1945), ვ. კანდელაკის "რევაზ პირველი" (1947), ალ. ყაზბეგის "არსენა" (1948), გრ. ბერძენიშვილის "სიყვარულის ძალა" (1949), ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები" (1949), კ. სიმონოვის "სხვისი ჩრდილი" (1950), დ. კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება", "დარისპანის გასაჭირი" (1951), ლოპე დე ვეგას "ძაღლი თივაზე" (1952), ა. ოსტროვსკის "დაგვიანებული სიყვარული" (1953), ს. კლდიაშვილის "დღესასწაული საკრაულში" ( 1954), ს. მთვარაძის "სურამის ციხე" (1955), ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი" (1956), შ. დადიანის "გუშინდელნი" (1957), ბ. ლავრენიოვის "რღვევა" (1958), პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება" (1959), ვ. კანდელაკის "ერთხელ დახოცილები" (1960), ნ. დუმბაძის, გ. ლორთქიფანიძის "მე, ბებია, ილიკო და ილარინი" (1961), მ. ბარათაშვილის "ჩემი ყვავილეთი" (1962), ო. იოსელიანის "ადამიანი იბადება ერთხელ" (1963), რ. ჯაფარიძის "ჯარისკაცის ქვრივი" (1964), ვ. კანდელაკის "ნაკრძალში" (1965), ვს. ვიშნევსკის "ოპტიმისტური ტრაგედია" (1967), ა. ბელიაშვილის "შვიდკაცა" (1968), აკ. გეწაძის "ყარამან ყანთელაძე" (1969); გორის თეატრში: ჯ. ფლეჩერის "როგორ მოვარჯულოთ ცოლი" (1960).

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.63

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1955 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: