The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ხათუნა წიქარიშვილი

ხათუნა წიქარიშვილი
დაბადების თარიღი:27 ნოემბერი, 1967  (57 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი ქიმიკოსის, ქიმიის მასწავლებლის კვალიფიკაციით 1994 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მენეჯმენტის უმაღლესი სკოლა 1997 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასპირანტურა.

1994 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში: 1994 1996წწ. ქიმიის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, ლაბორანტი; 1996-2002წწ. კომპლექსური ნაერთების სინთეზის სამეციერო კვლევითი ლაბორატორია, ლაბორანტი; 2002-2004წწ. ფარმაციის კათედრა, უფროსი ლაბორანტი; 2006-2007წწ. ფარმაკოქიმიისა და ფარმაკოლოგიის კათედრა, ასისტენტ პროფესორი; 2007-2009წწ. ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ასისტენტ პროფესორი; 2012-2013წწ. ფარმაციის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი; 2013 წლიდან ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი. 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი (2006) აკადემიური დოქტორი; პროფესორი (2013).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: