The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო კენჭიაშვილი

ნინო კენჭიაშვილი
დაბადების თარიღი:1 აპრილი, 1964  (61 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი ინჟინერ-მეტალურგის კვალიფიკაციით 1987 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლითონთა ტექნოლოგიისა და ლითონმცოდნეობის კათედრის ასპირანტურა 1992 წელს.

1987-1990წწ. მცხეთის ტურბინების ქარხანა "ჩაიკა", ქარხანა, ინჟინერ-ტექნოლოგი; 1994 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ლითონთა ტექნოლოგიისა და ლითონმცოდნეობის კათედრაზე: 1994-2004წწ. ლაბორანტი; 2004-2006წწ. ასისტენტი; 2006-2007წწ. მოწვეული მასწავლებელი; 2007 წლიდან მეტალურგიის, მასალათმცოდნეობისა და ლითონების დამუშავების დეპარტამენტი: 2007 წელს ლაბორანტი; 2009- 2023წწ. ასოცირებული პროფესორი; 2023 წლიდან მეტალურგიის, მასალათმცოდნეობისა და ლითონების დამუშავების დეპარტამენტი, მოწვეული პროფესორი. 20-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. აკადემიური დოქტორი (1992), პროფესორი (2009).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: