The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან ბაციკაძე

ქეთევან ბაციკაძე
დაბადების თარიღი:30 მაისი, 1966  (58 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი, სპეციალობა - ფერადი ლითონების მეტალურგია, ინჟინერ-მეტალურგის კვალიფიკაციით 1988 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა, სპეციალობა - ფარმაცევტული პრეპარატების წარმოება და ექსპერტიზა, ქიმიური ტექნოლოგის კვალიფიკაციით; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასპირანტურა 2005 წელს.

2001 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში: 2001-2005წწ. ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ბიოტექნოლოგიის კათედრა ასისტენტი; 2005-2009წწ. ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ასისტენტ პროფესორი; 2009-2013წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი. 2009 წლიდან ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი: 2013 წლიდან ფარმაციის დეპარტამენტი, პროფესორი. 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი (2005), აკადემიური დოქტორი, პროფესორი (2005).

სადისერტაციო თემა - "იზომერული პიროლოთიუკუმარინების სინთეზის რეაქციის უნარიანობის შესწავლა და ბიოლოგიური კვლვევა".

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: