Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ ელიზბარაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კოთელია, ახალქალაქის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1961 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის კათედრის ასპირანტურა. 1961-1966წწ. ქუთაისის საავტომობილო ქარხანა, ინჟინერ-კონსტრუქტორი; 1966 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მათემატიკის ფაკულტეტზე: 1966-1989წწ. მექანიკა-მათემატიკის კათედრა, უმაღლესი მათემატიკის ლექტორი; 1988 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია დრეკადობის თეორიაში; 1989 წელს მიენიჭა მექანიკა-მათემატიკის კათედრის დოცენტის წოდება; 1990-1993წწ. მუშაობდა საქართველოს კარლ მარქსის სახელობის სახელმწიფო რესპუბლიკური ბიბლიოთეკის მეთოდურ განყოფილებაში: მეთოდისტად (1990), მთავარ ბიბლიოთეკარად. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის და სახელმძღვანელოს ავტორი. იყო ქართული პოეზიის, განსაკუთრებით, შოთას, ილიას, აკაკის, ცისფერყანწელების შემოქმედებათა დიდი მოტრფიალე. მისი მშობლიური კუთხის - ჯავახეთის და ქართული პოეზიის დიდმა სიყვარულმა მასაც მოასინჯინა კალამი პოეზიაში, რამაც თავისი გამოხატულება ჰპოვა ლექსების კრებულში - "მტკვარს მივყვებოდი გვერდით" (2007). მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1989), ასოცირებული პროფესორი (2007). წყარო: რევაზ ელიზბარაშვილის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: "ბიბლიონი": nplg.gov.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |