Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იოზეფ როტტერი![]()
Biographyიოზეფ როტტერი მოღვაწეობდა 19-ე საუკუნის ბოლოსა და 20-ე საუკუნის დასაწყისში. მან განათლება მიიღო მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში. მისი ცხოვრება და შემოქმედება დიდწილად არის დაკავშირებული საქართველოსთან. თბილისში იოზეფ როტტერი აქტიურად თანამშრომლობდა იმ პერიოდის ჟურნალ-გაზეთებთან, "ცნობის ფურცელი", "ეშმაკის მათრახი", "მათრახი", "მათრახი და სალამური", "ლოცვა" და სხვ., სადაც იბეჭდებოდა მისი კარიკატურები. იგი ხშირად კარიკატურებზე საკუთარ გვარს ქართულად აწერდა: "როტტერ". 1906-1914 წლებში მუშაობდა ჟურნალ "მოლა ნასრედინში", რომელიც პირველი ისლამური სატირული გამოცემა იყო. იოზეფ როტტერმა შექმნა ილუსტრაციები უამრავი სომხური ზღაპრისათვის, მან ასევე დაასურათა ფირდოუსის "შაჰნამე". 1902 წელს ოსკარ შმერლინგმა "კავკასიის კაზმულ ხელოვანთა წამახალისებელ საზოგადოებასთან" დაარსა ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელი, სადაც პედაგოგად მიიწვია იოზეფ როტტერი, სწორედ ამ სკოლაში ჩაეყარა საფუძველი თბილისის სამხატვრო აკადემიას, რომელიც 1922 წელს გაიხსნა. გერმანელი კარიკატურისტი. წყარო: გერმანელი მხატვრები და ქართული კულტურა / ნინო ჭოღოშვილი. ძველი ხელოვნება დღეს = Ancient art today / საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო; საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.-თბილისი,2017.-N8.-გვ.-20-33; დილა : ქართული საბავშვო ილუსტრაცია = Georgian illustrations for children : ალბომი / იდეისა და პროექტის ავტორი დოდო წივწივაძე; შემდგენელი თამარ ნინიკაშვილი.-თბილისი,2016.-გვ.10-12; თბილისი ქართულ მხატვრობაში / ნინო ჭოღოშვილი// ისტორიული თბილისი - კულტურული ასპექტები : მოხსენებათა კრებული.-თბილსი, 2013.-გვ.49-56
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |