შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მალხაზ რაზმაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიის ფაკულტეტი, მინისა და სიტალების ტექნოლოგიის სპეციალობით 1981 წელს; ლენინგრადის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასპირანტურა 1988 წელს. 1981-2023წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი), ფიზიკური და კოლოიდური ქიმიის კათედრა, ასოცირებული პროფესორი; 2004-2023წწ. თსუ, ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტი, ბირთვული ფიზიკის დეპარტამენტი, მეცნიერ თანამშრომელი; მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა ელექტროკინეტიკური მოვლენების შესწავლა კოლოიდურ ქიმიაში, ახალი მაღალტემპერატურული, არაორგანული მყარი სხეულების სინთეზი, მათი ფიზიკო-ქიმიური შესწავლა, მიღებული შედეგების კომპიუტერული დამუშავების მეთოდების გამოყენება, ახალი შედგენილობების მინანქრის სისტემების სინთეზი და მათი ფიზიკო-ქიმიური კვლევა-ძიება, რეაქტორთა ბირთვული ფიზიკა. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. აკადემიური დოქტორი (1988), პროფესორი (2004). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |