The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჰანს რეკი

ჰანს რეკი
Other name:ჰანს რეკ
Date of birth:19??
Date of death:19??
Category:Biologist, Scientist

Biography

დაამთავრა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი.

მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტში, დაიცვა დისერტაცია და გამოჩენილ მეცნიერად ითვლებოდა, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც, ჰყავდა ასპირანტები როგორც საქარველოდან, ისე რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ჩინეთიდან და სხვ. ჰანს რეკმა ფაქტობრივად საფუძველი ჩაუყარა საქართველოსათვის სრულიად ახალ დარგს, აკაროლოგიას, რომელიც მცენარეთა (არაპარაზიტულ) ტკიპებს და სოფლის მეურნეობისა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის მათ მნიშვნელობას შეისწავლის. მას ეკუთვნის ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, ვრცელი მონოგრაფია "ტეტრანიქული ტკიპების სარკვევი", რომლითაც დღესაც სარგებლობენ მკვლევრები. როგორც გერმანელი, გადაასახლეს ვორკუტაში, სადაც ქვანახშირის მაღაროებში მუშაობდა. ჰანს რეკის სტუდენტების, ასპირანტების და თანამშრომლების დიდი მონდომების შედეგად, საქართველოს აკადემიის პრეზიდენტმა ნიკო მუსხელიშვილმა წერილი მისწერა საკავშირო აკადემიის პრეზიდენტს სერგეი ვავილოვს, დაწვრილებით აღუწერა ჰანს რეკის ღვაწლი ქართულ მეცნიერებაში. საბოლოოდ ჰანს რეკი გადასახლებიდან საქართველოში დაბრუნდა. მას გამოქვეყნებული აქვს შემდეგი სამეცნიერო სტატიები და ნაშრომები: "სამგორის სტეპის აბლაბუდიანი ტკიპები" (საქ. სსრ მეცნ. აკად. მოამბე, ტ. 10, N6, 1949.გვ. 365-370), "გვარი Schizotetranychus (Tetranychidae, Acari)"( საქართველოს მასალების მიხედვით, საქ. სსრ მეცნ. აკად. მოამბე, ტ. 9, N6, 1948.გვ. 371-378), "აბლაბუდიანი ტკიპების რიცხობრივი დინამიკის დამაპირობებელი ფაქტორების შესახებ" ( საქ. სსრ მეცნ. აკად. მოამბე, ტ. 11, N2, 1950.გვ. 107-114), "აბლაბუდიანი ტკიპების (Tetranychidae, Acarina) ასაკობრივ განსხვავებათა დადგენისათვის" (საქ. სსრ მეცნ. აკად. მოამბე, ტ. 10, N7, 1949, გვ. 433-438), "სამგორის სტეპის აბლაბუდიანი ტკიპები" (საქ. სსრ მეცნ. აკად. მოამბე, ტ. 10, N6, 1949; გვ. 365-370), "აბლაბუდიანი ტკიპების ახალი სახეობანი საქართველოში" (საქ. სსრ მეცნ. აკად. მოამბე, ტ. 8, N7, 1947; გვ. 465-469). არქეოლოგ ვადიმ ლექვინაძის მამა, და მთარგმნელ თამარ რეკ-კოტრიკაძის ბაბუა. წარმოშობით გერმანელი, რეპრესირებული, შემდეგ რეაბილიტირებული, ზოოლოგი, აკაროლოგი. 

წყარო: ქართულ - გერმანული არქივი: german-georgian.archive.ge

Bibliography


Share: