The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა კოკოჩაშვილი

შალვა კოკოჩაშვილი
დაბადების თარიღი:1890
გარდაცვ. თარიღი:1955  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო სამედიცინო აკადემია 1913 წელს.

1920 წელს იყო აბასთუმნის სანატორიუმის დირექტორი; 1925–1926წწ. ქუთაისის ჯანდაცვის დედათა და ბავშვთა დაცვის განყოფილების გამგე; 1931–1938წწ. ქუთაისის მთავარი პედიატრი; 1937–1938წწ. თავისივე დაარსებული ქუთაისის ბავშვთა პირველი საავადმყოფოს მთავარი ექიმი; სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა მისივე ინიციატივით შექმნილ (1925) ტუბერკულოზური დისპანსერის ბავშვთა განყოფილებას. ბავშვთა ტუბერკულოზის პროფილაქტიკისა და დაავადებასთან ბრძოლის საქმეში იყენებდა ბაქტერიოფაგით მკურნალობის ახალ მეთოდებს. მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით ჩატარდა ორგანიზებული აცრები ბაგა-ბაღებსა და სკოლებში. ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას. მეუღლესთან, ნ. ჩოლოყაშვილთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქუთაისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დაარსებაში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ბავშვთა ფთიზიატრი, ჯანდაცვის ორგანიზატორი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge


გააზიარე: