Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა კოკოჩაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ხარკოვის სამედიცინო უნივერსიტეტი 1910 წელს; პეტერბურგის საიმპერატორო სამხედრო-სამედიცინო აკადემია 1913 წელს. 1913 წლის 7 სექტემბერს მიენიჭა დიპლომით ექიმის ხარისხი სამკერდე ნიშნის ტარების უფლებითა და სავალდებულო სამხედრო სამსახურით. დამთავრებისთანავე, როგორც სამხედრო ექიმი, მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში; 1913-1914წწ. მსახურობდა თურქმენეთის (ყაზახეთი) ქ. მერვის ადგილობრივი ლაზარეთის უმცროს ორდინატორად, ასევე ქ. პეტერბურგის ბავშვთა კლინიკაში; 1914-1915წწ. იყო მე-14 სათადარიგო საარტილერიო პოლკის უფროსი ექიმი;1915-1918წწ. ქ. მერვში მუშაობდა სათადარიგო პოლკის უფროს ექიმად; 1916 წელს მიენიჭა ტიტულოვანი მრჩევლის ჩინი; 1918 წელს დაინიშნა შავი ზღვისპირეთის ფრონტის უფროს ექიმად; 1918 წელს მუშაობდა ქ. ქუთაისში სასკოლო სანიტარულ ექიმად; 1919 წელს იყო დივიზიისა და ბატალიონის ექიმი; 1918-1920წწ. ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის უმცროსი და უფროსი ორდინატორია; 1920 წელს დაბა აბასთუმანში მსახურობდა კლიმატური სადგურის უფროსად ექიმის თანამდებობაზე, ამავე დროს აბასთუმნის ტუბსანატორიუმის დირექტორად; 1920-1927წწ. იყო სკოლის ექიმი მარიამ ყაუხჩიშვილის ქალთა გიმნაზიაში (ქ. ქუთაისი); 1921-1937წწ. პედიატრად მუშაობდა საქართველოს ჯანმრთელობის განყოფილებაში და აგრეთვე სხვადასხვა დაწესებულებაში. იყო ქუთაისის ამბულატორიის ექიმი, 1926 წელს სამუშაოდ მიავლინეს ქ. ლენინგრადში ტუბერკულოზით დაავადებულთა სამკურნალო დაწესებულებებში; 1925-1926წწ. იყო ქუთაისის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების გამგე; 1926 წლის 15 ივლისს დაინიშნა ქ. ქუთაისის ტუბდისპანსერის პედიატრად. იმავე წელს შალვა კოკოჩაშვილის ინიციატივით შეიქმნა ქ. ქუთაისის ტუბერკულოზური დისპანსერის ბავშვთა განყოფილება (ბავშვთა კაბინეტს თავად ხელმძღვანელობდა გარდაცვალებამდე); 1931-1938წწ. იყო ქუთაისის ქალაქის მთავარი პედიატრი; 1937-1938წწ. მისი ინიციატივით ქუთაისში დაარსდა ბავშვთა პირველი საავადმყოფო, სადაც თავად მუშაობდა მთავარ ექიმად. გარდა ამისა, მისი ექიმის უშუალო თაოსნობით ქუთაისის ბაგა-ბაღებსა და სკოლებში პირველად მოეწყო ორგანიზებული ჭლექსაწინააღმდეგო აცრები. მან შეიმუშავა და იყენებდა ბავშვთა კუჭ-ნაწლავის დაავადების ბაქტერიოფაგით მკურნალობის ახალ მეთოდებს. ქალაქის პედიატრებთან ერთად იგი აქტიურად მონაწილეობდა ბაგა-ბაღებში, სკოლებსა და პოლიკლინიკებში ბავშვთა ტუბერკულოზის პროფილაქტიკისა და დაავადებასთან ბრძოლის საქმეში. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 117; ქართველი კათოლიკე ექიმები, ნაწ.1. -თბ., 2024. - გვ.72-88 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |