Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანდრეი კოლმოგოროვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ტამბოვი. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1925 წელს. 1931 წლიდან დაიწყო მუშაობა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1935 წელს დააარსა ალბათობათა თეორიის კათედრა და 1965 წლამდე იყო მისი გამგე. 1935 წელს მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი (დისერტაციის დაუცველად). 1953 წლიდან იყო მოსკოვის მათემატიკური საზოგადოების საპატიო წევრი. 1964−1966წწ. და 1974−1985წწ. ამავე საზოგადოების პრეზიდენტი და ჟურნალ "Успехи математических наук"-ის მთავარი რედაქტორი. 1946–1954წწ. და 1983 წლიდან გარდაცვალებამდე იყო დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის (БСЭ) მათემატიკის განყოფილების რედაქტორი, მთავარი რედაქციის წევრი. მან სამეცნიერო მოღვაწეობა დაიწყო ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორიაში. მას ეკუთვნის ფუნდამენტური შედეგები ტრიგონომეტრიული მწკრივების, ზომის თეორიის, სიმრავლეთა თეორიის, ინტეგრალის თეორიის ფუნქციათა მიახლოების საკითხებში. არსებითი წვლილი შეიტანა კონსტრუქციული ლოგიკის, ტოპოლოგიის (შექმნა ზემო ჰომოლოგიების თეორია), მექანიკის (ტურბულენტობის თეორია), დიფერენციალურ განტოლებათა თეორიის, ფუნქციონალური ანალიზის განვითარებაში. მისი შრომები ალბათობათა თეორიაში ფუძემდებლური მნიშვნელობისაა. ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორიის მეთოდების გამოყენებით (1925) მან გადაჭრა ზოგიერთი რთული პრობლემა, ააგო ალბათობათა თეორიის აქსიომატური დაფუძნების ფართოდ ცნობილი სისტემა (1933), საფუძველი ჩაუყარა მარკოვის ტიპის შემთხვევითი პროცესების უწყვეტდროიან თეორიას. იყო მრავალი ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი და საპატიო წევრი. მიღებული აქვს სახელმწიფო და მრავალი სამეცნიერო პრემია. საქართველოში მათემატიკის განვითარებაზე მის შემოქმედებამ დიდი გავლენა იქონია. იგი მრავალჯერ იყო საქართველოში, სამეცნიერო და პირადი ურთიერთობა ჰქონდა ქართული მათემატიკური სკოლის მრავალ წარმომადგენელთან (ა. ბარკალაია, გ. ბერიშვილი, დ. ვახანია, დ. ვაშაკიძე, გ. მანია, ლ. მაღნარაძე, გ. ჭოღოშვილი, ფ. ხარშილაძე და სხვ.). მისი მხარდაჭერით დაარსდა კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-ინტერნატი (1964), სადაც ატარებდა მეცადინეობებს თბილისში ყოფნისას. მის მიერ შედგენილი სახელმძღვანელოთი მრავალი წლის განმავლობაში ასწავლიდნენ მათემატიკას საქართველოს საშუალო სკოლების უფროს კლასებში. არის პარიზის მეცნიერებათა აკადემიის, ლონდონის სამეფო საზოგადოებისა და სხვ. საზღვარგარეთული აკადემიების წევრი. მიღებული აქვს ბალზანას საერთაშორისო პრემია 1963 წელს. დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; ka.kuzminykh.org Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |