შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ გელიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი, ინჟინერ-ქიმიკოს-ტექნოლოგი 1990 წელს; ამავე უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის კათედრის ასპირანტურა 1998 წელს. 1998 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) ლაბორანტიდან პროფესორის პოზიციამდე; 2013-2014წწ. სტუ-ის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროექტი - "ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე ეკოლოგიურად სუფთა სხვადასხვა დანიშნულების საყოფაცხოვრებო ქიმიის პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიის დამუშავება", მენეჯერი; 2018-2022წწ. კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის პროექტი - "პოლიქლორირებული ბიფენილებისგან (პქბ) თავისუფალი ელექტრომომარაგება საქართველოში" (დონორი აშშ), ქიმიკოს ექსპერტი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი (1998), აკადემიური დოქტორი, პროფესორი. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |