The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ კომპანიონი

დაბადების თარიღი:13 სექტემბერი, 1884
გარდაცვ. თარიღი:19 მარტი, 1947  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მექანიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ლეობენის სამთო აკადემია (ავსტრია)  1910 წელ; პეტერბურგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი 1914 წელს.

1918 წელს დაბრუნდა საქართველოში. მუშაობდა დასავლეთ საქართველოს მრეწველობის ინსპექტორად, ჭიათურის მანგანუმის საბადოებზე, შემდეგ კი თბილისში, სახალხო მეურნეობის უმაღლეს საბჭოში. პარალელურად მოღვაწეობდა კავკასიის მინერალური ნედლეულის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. ხელმძღვანელობდა გეოლოგიურ-საძიებო ექსპედიციებს. დიდი წვლილი მიუძღვის ლოპოტის მარმარილოს საბადოს ძიებისა და მისი საექსპლუატაციოდ მომზადების საქმეში. 1928 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მან პირველმა მეცნიერულად დაასაბუთა საქართველოს მთაგორიანი რაიონებისათვის ბაგირგზების განვითარების აუცილებლობა; თეორიულად გამოიკვლია ბაგირების გაანგარიშების საკითხები. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ინჟინერ-მექანიკოსი, პროფესორი, საქართველოში უმაღლესი სამთო-ტექნოლოგიური განათლების ერთ-ერთი ფუძემდებელი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 141-142


გააზიარე: