The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანზორ ნიკოლაიშვილი

ანზორ ნიკოლაიშვილი
Date of birth:6 July, 1937
Date of death:August, 2006  (at 69 years)
Category:Dancer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მეღვინე-ტექნოლოგის სპეციალობით.

ქართული ცეკვის საფუძვლებს დაეუფლა საშუალო სკოლაში ალ. ქაროსანიძის ხელმძღვანელობით. წარმატებით გამოდიოდა მხატვრული თვითმოქმედების ოლიმპიადებზე. 1955-1956 წლებში ცეკვავდა ქორეოგრაფ გ. დარახველიძის ხელმძღვანელობით თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში. იგი ქართული ცეკვის ახალგაზრდულ ანსამბლთან ერთად მონაწილეობდა სტუდენტი-ახალგაზრდობის 1957 წლის მოსკოვის VI მსოფლიო ფესტივალში და ფესტივალის ლაურეატის წოდებაც მოიპოვა. 1958 წელს ი. სუხიშვილმა და ნ. რამიშვილმა საქართველოს ქართული ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში მიიღეს, სადაც როგორც პროფესიონალი მსახიობი ჩამოყალიბდა და გახდა ერთ-ერთი წამყვანი სოლისტი. 1958-1982 წლებში ანსამბლთან ერთად დიდი წარმატებით მოიარა მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყანა. აკადემიურ ანსამბლში მის მიერ შესრულებული სოლო პარტიებიდან აღსანიშნავია "ქართული", "დავლური", "ხევსურული", "მთიულური", "ფარიკაობა" და სხვა. 1982 წლიდან იყო საგარეჯოს სარეკლამო-საფირმო მაღაზია "სამებას" დირექტორი, პარალელურად მოღვაწეობდა საგარეჯოს რაიონის ქართლ-კახური სიმღერისა და ცეკვის თვითმოქმედი ანსამბლის მთავარ ქორეოგრაფად. დაჯილდოებულია საპატიო სიგელებით. 

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.68; ანზორ ნიკოლაიშვილი : ხსოვნა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2006. - 1 სექტემბერი. - N171 (5512). -გვ.16; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.გვ.97 

Awards and Honors

  • 2003 - ღირსების ორდენი
  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: