The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანზორ გოგორიშვილი

ანზორ გოგორიშვილი
Date of birth:8 July, 1937
Date of death:21 May, 2021  (at 83 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის მუსიკალური ფაკულტეტი 1965 წელს.

იგი ვ. აბაშიძის სახ. მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი იყო. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: კულტმუშაკი (მ. ჯოჯუას "უცნაური მკვლელობა"), ფრედი (ფ. ლოუს "ჩემი მშვენიერი ლედი"), აშუღი, მეგრელი ძუკუ (ა. შავერზაშვილის "ნინო"), სანდრია (შ. აზმაიფარაშვილის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), ფრანჩესკო, კინტო, მარკიზი, ფორ ლიპოპოლი (გ. ცაბაძის "ჩემი შეშლილი ძმა", "კურკას ქორწილი", "მირანდოლინა"), პაბლო (ი. მილუტინის "ჩანიტას კოცნა"), მერცხალი (ს. ცინცაძის "სიმღერა ტყეში"), ასქერი (უ. ჰაჯიბეკოვის "არშინ მალ ალან"), სერგო (ვ. კურდიტის "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს"), აბო (ლ. იაშვილის "ბაბაჯანას ქოშები"), ალმავივა (ჯ. პაიზიელოს "სევილიელი დალაქი"), აიზენშტეინი (ი. შტრაუსის "ღამურა"), პიერო (ი. ბობოხიძის "ბურატინო"), პადრე (მიჩ ლის "ლამანჩელი"), ბაჩილა (ო. თაქთაქიშვილის "ორი განაჩენი"), ქერიმ-ღა (ა. ჩიმაკაძის "მაია წყნეთელი"), ნაომი (ჯ. ბოკის "მევიოლინე სახურავზე") და სხვა.

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.69; ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი - Vaso Abashidze State New Theatre: facebook.com


Share: