შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რომან კონდრატენკო![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტიფლისი. დაამთავრა ნიკოლოზის საინჟინრო სასწავლებელი 1877 წელს; საინჟინრო აკადემია 1882 წელს; გენშტაბის აკადემია 1886 წელს. 1886 წელს დანიშნეს გილენის სამხედრო ოლქში, სადაც ეკავა სხვადასხვა სამხედრო თანამდებობა. 1901 წელს მიიღო გენერალ-მაიორის წოდება. მსახურობდა სამხედრო ინჟინრად ბათუმში. 1903 წლიდან იყო აღმოსავლეთ ციმბირის მე-7 მსროლელი ბრიგადის, ხოლო 1904 წლიდან მის ბაზაზე შექმნილი დივიზიის მეთაური. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა შეიარაღების ახალი სახეები: ხელყუმბარა, ნაღმსატყორცნი, ელექტროდენიანი მავთულ-ღობურები და სხვ. 1904–1905წწ. რუსეთ-იაპონიის ომის დროს იყო პორტ-არტურის ციხესიმაგრის სახმელეთო ფრონტის დაცვის უფროსი. დაიღუპა საარტილერიო დაბომბვის დროს. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1904, გარდაცვალების შემდეგ); სამხედრო ინჟინერი, პორტ-არტურის დაცვის გმირი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 147 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |