The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი ხუროშვილი

გივი ხუროშვილი
Date of birth:16 February, 1940
Date of death:4 November, 2010  (at 70 years)
Category:Athlete

Biography

დაამთავრა ხარკოვის პედაგოგიური ინსტიტუტი (უკრაინა) 1966 წელს.

1958-1961 წწ. თამაშობდა ქ. თბილისის სპორტ-საზოგადოება ლოკომოტივის წყალბურთის გუნდში; 1960 წელს გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი წყალბურთში; 1962-1972 წწ. იყო ქ. ხარკოვის სპორტ-საზოგადოება დინამოს მოთამაშე მწვრთნელი წყალბურთში; 1972-1974 წწ. საქართველოს სპორტკომიტეტის საცურაო აუზის (ვაკის აუზი) სასწავლო ნაწილის გამგე; 1974-1977 წწ. საქართველოს სპორტ-საზოგადოება დინამოს ოსტატ წყალბურთელთა გუნდის მწვრთნელი; 1975 წლიდან მოღვაწეობდა სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტში, ამ პერიოდიდან მისი ხელმძღვანელობით ინსტიტუტში ჩამოყალიბდა წყალბურთის სპეციალიზაცია, შეიქმნა ინსტიტუტის წყალბურთელთა გუნდი "სკიფ"-ი, რომელიც 1976-1978 წწ. იყო საქართველოს ჩემპიონი, ხოლო 1977-1978 წწ. საქართველოს თასის მფლობელი; 1979-1981 წწ. საბჭოთა კავშირის მოცურავეთა ნაკრები გუნდის მწვრთნელი საქათველოში; 1981-1984 წწ. საქართველოს ნაკრები გუნდისა და თბილისის დინამოს წყალბურთელთა წვრთნის სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელი; 1984-1988 წწ. იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი წყალბურთში; 1988-1989 წწ. საქართველოს ქალთა ნაკრები გუნდის მწვრთნელი წყალბურთში; 1989-1995 წწ. ფიზკულტურის ინსტიტუტის საცურაო აუზის დირექტორი; 1995-2005 წწ. საქართველოს სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტის პრორექტორი.

წყარო: დავით ბოსტანაშვილის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები.

Awards and Honors

  • 2005 - საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი
  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1988 - სპორტის დამსახურებული მუშაკი
  • 1980 - საკავშირო კატეგორიის მსაჯი
  • 1976 - რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯი
  • 1970 - სპორტის ოსტატი

Share: