შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ფირცხალავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ქ. თბილისის მექანიზაციის ტექნიკუმი 1933 წელს; თბილისის სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი 1939 წელს. 1930 - იან წლებში იყო საფეხბურთო კლუბ "დინამოს" წევრი; 1933-1939 წწ. "საქ. ნავთის" თანამშრომელი სხავდასხვა პოზიციაზე; 1939-1949 წწ. გენერალური დირექტორი; 1946 წელს დიდ სამამულო ომში (1941-1945) ღირსეული შრომისა და თავდადებისთვის საბჭოთა კავშირის მთავრობის უმაღლესი პრეზიდიუმის დადგენილებით მიენიჭა ოქროს მედალი; 1954-1956წწ. იყო ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე; დიდი წვლილი მიუძღვის საავტომობილო დარგის პროფესიონალ მუშაკთა აღზრდაში; 1965 წელს არჩეულ იქნა საქართველოს სსრ ლენინის რაიონული საბჭოს დეპუტატად (26-საარჩევნო ოლქიდან); 1966 წელს საქართველოში პირველმა დააარსა ტაქსომოტორების პარკი (რომლის გენერალური დირექტორი იყო საპენსიო ასაკამდე). წყარო: ნატო ფირცხალავას მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |