The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე II (ლიხთიმერეთის მეფე)

დაბადების თარიღი:13??
გარდაცვ. თარიღი:1401
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

ბაგრატ ერისთავის (დავით ნარინის შთამომავალი) ვაჟი. მის შესახებ მასალები შეკრებილი აქვს ვახუშტი ბატონიშვილს (XVIII ს.) ძმების, ლიხთიმერეთის მეფეების ალექსანდრესა და გიორგის მმართველობის დროს. კონსტანტინეს საქმიანობის შესახებ არაფერია ცნობილი. 1392 ვამეყ დადიანთან ბრძოლისას მოკლეს ლიხთიმერეთის გამგებელი გიორგი ბაგრატის ძე. ამით ისარგებლა საქართველოს მეფე გიორგი VII-მ და დასავლეთ საქართველო კვლავ შემოიერთა. გარდაცვლილი გიორგის ძმა კონსტანტინე და ძმისწული დიმიტრი ალექსანდრეს ძე ბასიანში გაიქცნენ და იქ ოთხი წელი გაატარეს. თემურლენგთან ბრძოლებში დასუსტებული საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ვერ ახერხებდა დასავლეთ საქართველოს სრულფასოვან კონტროლს, რითაც ისარგებლეს ადგილობრივმა ერისთავებმა – 1396 ბასიანიდან კონსტანტინე ბაგრატის ძე მოიწვიეს და ლიხთიმერეთის მეფედ აკურთხეს. კონსტანტინე II-მ იმერეთის ციხეების დაკავება დაიწყო, იმავდროულად ცდილობდა "შეერთებასა თვისად დადიან-გურიელისასა და სუანთასა". კონსტანტინე II-მ საბოლოოდ ვერ მოახერხა ამ ერთობის მიღწევა. ვახუშტის მიხედვით, იგი 1401 გარდაიცვალა. გიორგი VII-მ, მამია დადიანის დახმარებით იმერეთი კვლავ დაიმორჩილა, ბაგრატ ერისთავის შთამომავლებიდან დარჩენილი დიმიტრი ალექსანდრეს ძე დაატყვევა და ქართლში გადაიყვანა.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 157


გააზიარე: