Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კონსტანტინე ბატონიშვილი![]()
Biographyიმერეთის მეფე, დავით II-ის ძე, გენერალ-მაიორი. 3 წლის კონსტანტინე ბატონიშვილი მამამ ერთგულების ნიშნად სოლომონ II-ს მძევლად დაუტოვა. დავით II-ის მიერ ტახტის დაბრუნების მცდელობის გამო 1792 სოლომონმა უფლისწული მუხურის ციხეში ჩაკეტა. 1803 წელს რუსეთის მთავრობის მოთხოვნით სოლომონ II-მ კონსტანტინე ბატონიშვილი გაათავისუფლა და იმერეთის ტახტის მემკვიდრედ ცნო. შემდეგში სოლომონმა შეძლო ახალგაზრდა უფლისწულის შემორიგება. იმერეთის სამეფოს გაუქმების (1810) შემდეგ კონსტანტინე ბატონიშვილი პეტერბურგს გაემგზავრა და კაზაკთა ლაიბგვარდიის პოლკში ჩაირიცხა როტმისტრად. მონაწილეობდა რუსეთის 1812 წლის სამამულო ომში. მისი შვილები (დავითი, გიორგი, კონსტანტინე, ნიკოლოზი, ალექსანდრე) რუსეთში იმერეტინსკებად იწოდებოდნენ ან "ბაგრატიონ-იმერეტინსკებად" იწოდებოდნენ. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველოს სამეფო: georoyal.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 158-159 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |