შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ჯაფარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ი. ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელის ფერწერის ფაკულტეტი 1992 წელს; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი (ტექსტილის დიზანი, პედაგოგები: თ სამსონაძე, ლ. ქურციკიძე, თ. ჯაფარიძე) 1997 წელს. სამხატვრო აკადემიის ისტორიის მანძილზე მან პირველმა დაიცვა სადიპლომო ნამუშევარი მხატვრული თექის მიმართულებით; 1994 წლიდან მონაწილეობდა გამოფენებში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ; ძირითადი ნამუშევრები - თექა, გობელენი, ფერწერა; გამოფენები: ქართული კულტურის დღეები (ბელგია, 1993); თბილისი "შერატონი" (1994); პერსონალური გამოფენა (საერთაშორისო "აბრეშუმის გზა" (სეგ თბილისი, 1997); თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (პერსონალური გამოფენა, 1994); დათო ჯაფარიძის ნამუშევრები დაცულია ბელგიის, ჩეხეთის, საფრანგეთის, ფინეთის, ავსტრიის, უნგრეთის, დანიის, კერძო კოლექციებში; საქართველოს მკლავჭიდთა ფედერაციის წევრი და მოქმედი სპორტსმენი 1988 წლიდან 1994 წლამდე; საქართველოს ჩემპიონი (1992) და ბრინჯაოს მედლის მფლობელი; საქართველოს წყალბურთელთა გუნდის "დინამოს" წევრი (1985-1991); მისი ბიოგრაფია შესულია "ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში" : თანამედროვე ქართველ მხატვართა და ხელოვნებათმცოდნეთა ბიოგრაფიული ლექსიკონი / პროექტის ავტორი და შემდგენელი ნინო ზაალიშვილი.-თბ.,2000.-624გვ. წყარო: ნატო ფირცხალავას მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |