The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვლადიმერ კორთხონჯია

Date of birth:2 February, 1935
Date of death:25 August, 2021  (at 86 years)
Category:Scientist, Physicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1958 წელს.

1958 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში (2006 წლიდან – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტი); 1975–1980წწ. იყო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში; მისი სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი სფეროა წყალში მავთულის აფეთქების კვლევა მასში ძლიერი დენის გატარებისას, ამ პროცესის შედეგად ინიცირებული ეგზოთერმული ქიმიური რეაქციის პროდუქტებისა და წარმოქმნილი მკვრივი პლაზმის შესწავლა, რითაც მეცნიერულ ახალ მიმართულებას ჩაეყარა საფუძველი; არის სამეცნიერო პუბლიკაციებისა და 1 პატენტის (თანაავტ.: მ. მდივნიშვილი, მ. ლორთქიფანიძე, გ. წიქარიშვილი) ავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ექსპერიმენტატორი, პლაზმის ფიზიკისა და ქიმიის სპეციალისტი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (2006).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 173

Bibliography


Share: