შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმიტრი კორტავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ფოქვე, ოჩამჩირის რაიონი. დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტის აფხაზური სტუდიის სამსახიობო ფაკულტეტი ა. ხორავას ხელმძღვანელობით 1959 წელს; 1964–1969წწ. სწავლობდა ლენინგრადის თეატრის, მუსიკისა და კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე. 1959–1964წწ. იყო სოხუმის აფხაზური თეატრის მსახიობი; 1973–1974წწ. ამავე თეატრის მთავარი რეჟისორი, 1970–1973წწ. ზუგდიდის შ. დადიანის სახელმწიფო თეატრის რეჟისორი; მის მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ვანუა (ა. ცაგარლის "ციმბირელი"), კამერდინერი (ე. შვარცის "შიშველი მეფე"), არფაშელი (შ. ჭკადუას "ვინ არის ჩვენ შორის ყრუ"), კადირი (ა. ლაგვილავას "მზის ამოსვლის წინ"); სოხუმის აფხაზურ თეატრში დადგა სპექტაკლები: რ. გამზათოვის "მთიელი ქალი", რ. ჯოპუას "ნაბიჯები", "აურზაური ტყეში", ნ. დუმბაძის "ნუ გეშინია დედა!", "თეთრი ბაირაღები", ა. მუკბას "როცა ყველა კარი ღიაა", "მზის დაბნელების დროს", უ. შექსპირის "მეფე ლირი", ვ. ვიშნევსკის "ოპტიმისტური ტრაგედია", ბ. შინკუბას "მერე როგორც გენებოთ", ვ. შანბას "ქალ-ვაჟი და მოცარტი"; სოხუმის მოზარდ მაყურებელთა რუსულ თეატრში: ვ. სვირიდოვის "კასკადიორები", ნ. მუკბას "საახალწლო ზღაპარი"; ზუგდიდის თეატრში: ნ. მატუკოვსკის "ამნისტია", გ. კალანდიას "მთვარის საათი". აფხაზი მსახიობი და რეჟისორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 178 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |