The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიანა კოტრიკაძე

დიანა კოტრიკაძე
დაბადების თარიღი:8 მარტი, 1966  (59 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, პედაგოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1989 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ს/კ ინსტიტუტის "საქსაშენმასალებთან" არსებული ასპირანტურა 2012 წელს.

1983-1988წწ. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი "საქსაშენმასალები", კერამიკის ლაბორატორია, ლაბორანტი; 1989-1998წწ. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი "საქსაშენმასალები", კერამიკის ლაბორატორია, ინჟინერი; 1998-2008 წწ.  შ.პ.ს. "ორიგინალში" მენეჯერი; 2008 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში: 2008-2021წწ. ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროცესები და აპარატები, ლაბორანტი; 2010-2017წწ. ვ. ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის ფაკულტეტის პროცესებისა და აპარატების მიმართულებაზე საათობრივი პედაგოგი, უფროსი მასწავლებელი; 2017 -2021წწ. ამავე ფაკულტეტის სასურსათო პროდუქტების წარმოების ინჟინერიის დეპარტამენტის მოწვეული უფროსი მასწავლებელი; 2021 წლიდან სასუსათო პროდუქტების წარმოების ინჟინერიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი. 10-დე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. აკადემიური დოქტორი (2012), პროფესორი (2021).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge


გააზიარე: