The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნაზი კუციავა

ნაზი კუციავა
ოფიციალური სახელი:ნაზიბროლა კუციავა
დაბადების თარიღი:4 თებერვალი, 1944  (81 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ქიმიკოს-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1968 წელს; ასპირანტურა 1973 წელს.

1968 წლიდან მუშაობს  საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (ამჟამად სტუ): 1968-1970წწ. სასარგებლო წიაღისეულის დამუშავების კათედრა, უფროსი ლაბორანტი; 1970-1973წწ. ანალიზური ქიმიის კათედრა, ასპირანტი; 1973-1984წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, გაერთიანებული პროფკავშირების კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე; 1984-1992წწ. ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი, დეკანი; 1992-19987წწ. ქიმიური ტექნოლოგიების ინსტიტუტი, დირექტორის მოადგილე; 1997-2005წწ. ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი, დეკანი; 2005 წლიდან ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტი, უფროსი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დოქტორანტთა სადისერტაციო ნაშრომების დაცვის კოლეგიების, თემატური სემინარებისა და კოლოქვიუმების შემფასებელი კომისიის წევრი (2009-2017), სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სწავლულ ექსპერტთა დარგობრივი კომისიის წევრი (2010-2016); სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის, სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურის (ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების და "ფარმაციის" დეპარტამენტების) დარგობრივი კომისიის წევრი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2001).

წყარო: საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პროფესიონალ ქალთა ასოციაცია, გამგეობის წევრი (2005-)
  • საზოგადოება "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის", წევრი
  • საქართველოს გარემოსდაცვითი ინჟინერინგის ასოციაცია, დამფუძნებელი, გამგეობის წევრი
  • სტუ-ს ქალთა ასოციაცია , დამფუძნებელი (1976-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: