Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იათამზე კოტეტიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1953 წელს. 1957–1963წწ. იყო დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერი მუშაკი; 1972–1974წწ. ინსტიტუტის სწავლული მდივანი; 1975–1977წწ. დაწყებითი სწავლების ლაბორატორიის გამგე, 1978–2005წწ. – პედაგოგიკური ფსიქოლოგიის განყოფილების გამგე, ინსტიტუტის დახურვამდე (2011) მთავარი მეცნიერის თანამდებობა ეკავა. პარალელურად ნაყოფიერად მოღვაწეობდა პედაგოგიურ სარბიელზე. წლების განმავლობაში იყო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიკური უნივერსიტეტის პროფესორი. მისი სამეცნიერო კვლევები მოიცავს ბავშვის ფსიქოლოგიას, სწავლების ფსიქოლოგიას, დაწყებით კლასებში მათემატიკის სწავლების ფსიქოლოგიას; სკოლამდელი ბავშვის მომზადებას კითხვისთვის. სამეცნიერო პუბლიკაციებსა და სახელმძღვანელოებში ასახულია დაწყებითი სწავლების სფეროში არსებული მრავალი ახალი დებულება და ემპირიული მონაცემი. მას ეკუთვნის რეპრეზენტაციული ფუნქციის განვითარების ახალი მოდელი, სკოლაში მათემატიკის სწავლების ორიგინალური კონცეფცია და სხვ. ფსიქოლოგიის მეცნ. დოქტორი (1993), პროფესორი (2004). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; ქართული ენის ციფრული ლაბორატორია: dlab.ug.edu.ge; facebook.com; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.189 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |