შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი კოტეტიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1993 წელს; საქართველოს დიპლომატიური აკადემია 2001 წელს. 1990–1993წწ. მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში; 1997–2001წწ. იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის რეფერენტი; 2001 წელს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილე; 2004 წლის თებერვალ-აგვისტოში საქართველოს შსს მინისტრის მოადგილე; 2004 წლის აგვისტო-დეკემბერში იუსტიციის მინისტრის მოადგილე; 2005–2008წწ. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს წარმომადგენელი რსფსრ-ში; 2008 წლიდან თადარიგშია. გენერალ-მაიორი (2003). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.189 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |