The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნანული კოტრიკაძე

ნანული კოტრიკაძე
Date of birth:28 June, 1945  (79 years)
Category:Biologist, Scientist, Educator

Biography

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიის ფაკულტეტი, სპეციალობით ორგანული ქიმია 1969 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა 1974 წელს.

1969 წლიდან სამეცნიერო კვლევა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ბიოფიზიკის კათედრაზე; 1993–1999წწ. იყო სამეცნიერო-კვლევითი პრობლემური ლაბორატორიის "კანცეროგენეზის მოლეკულური მექანიზმების" სამეცნიერო ხელმძღვანელი; 1999–2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის კათედრის გამგე; 2006–2009წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი; 2009 წლიდან არის ბიოლოგიის დეპარტამენტის, "უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის" კათედრის გამგე, პროფესორი, 2017 წლიდან ამავე ფაკულტეტთან არსებული უჯრედული და მოლეკულური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (უმმი) დირექტორი. მის სამეცნიერო კვლევის სფეროს წარმოადგენს კანცეროგენული ტრანსფორმაციის უჯრედული და მოლეკულური მექანიზმების შესწავლა ჰორმონო-დამოკიდებული სიმსივნეების (წინამდებარე ჯირკვალი, სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოს ტანის) დროს; 2016−2018წწ. ჩატარებულ ნაშრომთა ციკლისათვის ავტორთა ჯგუფთან (თ. ჩიგოგიძე, ნ. კოტრიკაძე, მ. ალიბეგაშვილი, ლ. რამიშვილი, ნ. გაბუნია) ერთად გადაეცა ლ. მანაგაძის სახელობის I ხარისხის პრემია და დიპლომი (2018). არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1988), პროფესორი (1996).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geold.tsu.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.192

Bibliography


Share: