შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეთერ კოღონია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კვიტოული, ოჩამჩირის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოლოგიის ფაკულტეტიტი 1956 წელს; შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1958 წელს. 1959 წლიდან სოხუმის ს. ჭანბას სახელობის აფხაზური თეატრის მსახიობია, 1972 წლიდან – დ. გულიას ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის დირექტორი. 1979 წელს აირჩიეს აფხაზეთის თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარედ. სხვადასხვა დროს შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: სი-ფინი (ცაო-იუს "ტაიფუნი"), ევა (რ. ებრალიძის "თანამედროვე ტრაგედია"), ფრაუ კაროლინა (კ. გამსახურდიას "მთვარის მოტაცება"), პატარძალი (ფ. გარსია ლორკას "სისხლიანი ქორწილი"), გულთამზე (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), ნატალია (ა. გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან") და სხვ. სოხუმის ქართული თეატრის სცენაზე განასახიერა ტურფა (ა. წერეთლის "პატარა კახი"). მან აფხაზურ ენაზე თარგმნა ნ. დუმბაძის მოთხრობები ("მზე", "სისხლი"), თ. ლანჩავას "სიზმრების გამყიდველი" და სხვ. აფხაზეთის თეატრის სცენაზე დადგა ნ. ტარბას "მზის ასული". გადაღებულია ფილმში "ჩეგემური დეტექტივი" (რეჟ. ა. სვეტლოვი, 1986). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.194 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |