შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იუა კოღონია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კუტოლი, ოჩამჩირის რაიონი, ქუითაისის გუბერნია. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის აფხაზური ეპიკური პოეზიის განვითარებაში. 1924–1925წწ. გამოქვეყნებული მისი პოემები "ზოსჰან აჩბა და ჟანაა ბესლანის ვაჟიშვილები", "ნავეი და მზაუჭი", "მონადირე ხმიჭი", "აბათაა ბესლანი" გამოირჩევა ცხოვრების ღრმა ცოდნით, ჰეროიკული სულისკვეთებითა და ოპტიმისტური ჟღერადობით. მან გამოკვეთა უსამართლობისა და ბოროტების წინააღმდეგ მებრძოლი, მაღალი სულისა და კეთილშობილ მისწრაფებათა მქონე ეპიკურ გმირთა სახეები. მის პოემებში მხატვრულად აისახა ფოლკლორის მოტივები. მისი ლირიკული ლექსები ეძღვნება აფხაზეთს, მის აწმყოსა და მომავალს. აფხაზი საბჭოთა პოეტი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 194 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |