Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამარ გიორგაძე![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერი-ქიმიკოსი-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1988 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასპირანტურა. 1988 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში: 1988-2002წწ. კომპლექსური ნაერთების სინთეზის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, უფროსი ლაბორანტი; 1988-1998წწ. ფილოსოფიის კათედრა, ლაბორანტი, უფროსი ლაბორანტი; 2002-2006წწ. ზოგადი და ბიოარაორგანული ქიმიის კათედრა, ლაბორანტი, ლაბორატორიის გამგე, უფროსი ლაბორანტი; 2006-2007წწ. ზოგადი და ბიოარაორგანული ქიმიის კათედრა, ასოცირებული პროფესორი, 2007-2021წწ. ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი; 2021 წლიდან ქიმიის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. მისი კვლევითი ჯგუფის ძირითადი მიმართულებაა კოორდინაციული ქიმია, კერძოდ კი, ე. წ. "სიცოცხლის ლითონების" ამინებთან, ამიდებთან, ჰიდრაზიდებთან და ჰიდრაზონებთან კოორდინაციული ნაერთების სინთეზი მათი სხვადასხვა ფიზიკურ-ქიმიური თვისებების როგორიცაა სპექტროსკოპია, რენტგენო-სტრუქტურული ანალიზი, თერმოგრაფიული და ფიზიოლოგიური აქტივობის კვლევა. ორგანული ლიგანდების კვანტურ-ქიმიური კვლევა სხვადასხვა გამხსნელებში, მათ მოლეკულებში დონორული ატომების გამოვლენის და სხვადასხვა გეომეტრიული და სტრუქტურული პარამეტრების დადგენის მიზნით. ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი, აკადემიური დოქტორი (2005), პროფესორი (2006). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |