The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან ქოქრაშვილი

ქეთევან ქოქრაშვილი
დაბადების თარიღი:16 მაისი, 1966  (58 წლის)
კატეგორია:იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდული ფაკულტეტი 1990 წელს; მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დოქტორანტურა 1998 წელს.

1992-1995წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლის კათედრა, უფროსი მასწავლებელი; 1995-2000წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლის კათედრა, კათედრის გამგის მოადგილე; 2000 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლის კათედრა, პროფესორი; 2000-2005წწ. - კათედრის გამგე; 2004-2005წწ. - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, მინისტრის მოადგილე, საპარლამენტო მდივანი; 2005-2007წწ. - რეფორმების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, მინისტრის მთავარი მრჩეველი, საპარლამენტო მდივანი; 2005-2006წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი, დეკანის მოვალეობის შემსრულებელი; 2006-2007წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ადმინისტრაციის, ეკონომიკური, საფინანსო და სამეურნეო დეპარტამენტი, დეპარტამენტის უფროსი; 2007 წლიდან - საქართველოს უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი, მოწვეული პროფესორი; 2007-2020წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი; 2010-2014წწ. - თავისუფალი უნივერსიტეტი, სამართლის სკოლა, მოწვეული პროფესორი; 2011-2018წწ. - კავკასიის უნივერსიტეტი, სამართლის სკოლა, მოწვეული პროფესორი; 2018-2019წწ. - სსიპ გნათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი, აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარე; 2020 წლიდან - კავკასიის უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი, მოწვეული პროფესორი; 2020 წლიდან - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი, მოწვეული პროფესორი; 2021-2023წწ. - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სამართლისა და საჯარო მმართველობის სკოლა, დეკანი; 2024 წლიდან - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი. სამეცნიერო ინტერესები: სამეწარმეო სამართალი, სამოქალაქო სამართალი, ბიზნესის მენეჯმენტი, განათლების სამართალი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი. მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებშიმუშაობს სამეცნიერო ნაშრომებზე. 

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: