შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო იმნაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ქიმიკოს-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1976 წელს; მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა 1985 წელს. 1977-1979წწ. თბილისის ჰიდრომეტობსერვატორიის სტრუქტურული ერთეულის ზედაპირული და ზღვის წყლების დაბინძურების კონტროლის ლაბორატორია, ტექნიკოს-ქიმიკოსი; 1985-1988წწ. საქართველოს ბუნების დაცვის სახელმწიფო კომიტეტი, რესპუბლიკური კომპლექსური ლაბორატორია, ტექნიკოს-ქიმიკოსი; 1998 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში: 1988-1990წწ. წყალმომარაგებისა და კანალიზაციის კათედრის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, მეცნიერ მუშაკი; 1992-1995წწ. კოორდინაციულ ნაერთთა სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, უფროსი მეცნიერ-მუშაკი; 1992-1995წწ. ზოგადი და არაორგანული ქიმიის კათედრა, მასწავლებელი; 1995-2006წწ. ზოგადი და არაორგანული ქიმიის კათედრა, დოცენტი; 1995-2006წწ. ფიზიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა სინთეზისა და კვლევის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია, უფროსი მეცნიერ-მუშაკი; 2006 წლიდან ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი, ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ზოგადი, არაორგანული და ანალიზური ქიმიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი. 80-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1985), აკადემიური დოქტორი, პროფესორი (2006). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |