შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან ოგანეზოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1955 წელს სწავლობდა თბილისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის მე-4 მუსიკალურ სასწავლებელში. სხვადასხვა დროს მუშაობდა: თბილისის ცირკში ორკესტრის წევრად (1952), საესტრადო ორკესტრ "რეროს" დირიჟორად (1956-1967). 1966 წელს მივლინებული იყო პარიზში "რეროსთან" ერთად, სადაც ცნობილ თეატრ "ოლიმპიაში" საბჭოთა კავშირის მიუზიკლ-ჰოლს დირიჟორობდა. ლ. ოგანეზოვი საქართველოში ჯაზის ერთ-ერთი დამამკვიდრებელია. 1967-2018 წლებში რუსთაველის თეატრის მთავარი დირიჟორი იყო. აქ მან შექმნა სრულიად ახალი მიმდინარეობის საესტრადო-სიმფონიური ჟანრის ორკესტრი, სადაც სრულდებოდა, როგორც კლასიკური რეპერტუარი, ასევე თანამედროვე მუსიკა. მის მიერ გაორკესტრებულია: ავქ. ცაგარელის "ხანუმა", ბ. ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე" და "კეთილი ადამიანი სეჩუანიდან", შექსპირის "რიჩარდ III" და "ჰამლეტი", გ. სუნდუკიანის "პეპო", მ. ბულგაკოვის "ფარისეველთა შეთქმულება", ე. შვარცის "დრაკონი", მ. ჯავახიშვილის "კვაჭი კვაჭანტირაძე", ლ. ქიაჩელის "გვადი ბიგვა", კ. გოლდონის "მშვენიერი ქართველი ქალი", ა. ჩეხოვის "პალატა N6", პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება", მ. კვესელავას "ას ერგასის დღე", ა. ჭიჭინაძის, რ. სტურუას, ლ. ფოფხაძის, ა. ვარსიმაშვილის "ვარიაციები თანამედროვე თემაზე", თ. ჭილაძის "როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის" და სხვა. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.70 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |