შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პავლე კოხრეიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხონი, ახლანდელი ხონის მუნიციპალიტეტი. დაამთავრაა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოლოგიის ფაკულტეტი 1947 წელს. 1941–1945წწ. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. 1945–1946წწ. იყო ხონის (ყოფილი წულუკიძე) რაიონის გაზეთ "დამკვრელის" პასუხისმგებელი მდივანი; 1946 წელს "ახალგაზრდა კომუნისტის" თანამშრომელი; 1948–1952წწ. ამავე გაზეთის რედაქტორის მოადგილე; 1952–1953წწ. "საბჭოთა აჭარის" რედაქტორი; 1953–1954წწ. "კომუნისტის" ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების გამგე; 1957 წლის (აგვ.-დეკ.) – "კომუნისტის" პასუხისმგებელი მდივანი. 1958–1974წწ. – გაზეთ "თბილისის" რედაქტორის მოადგილე; 1974–1983წწ. – "საქართველოს კომუნისტის" მთავარი რედაქტორის მოადგილე; 1983–1987წწ. სამეცნიერო-საგამომცემლო განყოფილების უფროსი; 1983–2006წწ. – საარქივო სამმართველოს დოკუმენტური პერიოდული კრებულის, "საისტორიო მოამბისა" და "სამეცნიერო-საინფორმაციო ბიულეტენის" რედაქტორი. მას ეკუთვნის ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები ქართველი მწერლების შემოქმედების შესახებ. აქვეყნებდა ევროპულ ენებზე არსებულ XIX ს. რუსეთის შიდაცხოვრების ამსახველ ნარკვევებს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.199 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |