The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იასონ კასრაძე

იასონ კასრაძე
Date of birth:1882
Date of death:11 February, 1938  (at 56 years)
Category:Sculptor, Rail professional

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჯუმათი, ოზურგეთის რაიონი. 

თავდაპირველად ცხოვრობდა მშობლიურ ჯუმათში, ხოლო შემდეგ გადავიდა ბათუმში. იგი იყო რკინიგზელი, ასევე მოყვარული მოქანდაკე. ბათუმში ჰქონდა საკუთარი სახლი დიდი ეზოთი, სწორედ ეს ეზო წარმოადგენდა მისი ქანდაკებების ექსპოზიციის ადგილს. 1938 წლის 18 იანვარს იასონ კასრაძე გამოიძახეს სახელმწიფო უშიშროების სამსახურში - საგანგებო კომისიაში. შინ აღარც მიბრუნებულა. თუმცა, იმავე საღამოს მისულან სუს-ის თანამშრომლები და იასონის ყველა ქანდაკება გაუნადგურებიათ. საქართველოს სსრ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის საგანგებო სამეულის 1938 წლის 11 თებერვლის დადგენილებით, იასონ კასრაძე დახვრიტეს. საქართველოს სსრ-ის უმაღლესი სასამართლოს 1958 წლის 14 იანვრის დადგენილებით, მოხდა მისი რეაბილიტაცია. ეს ინფორმაცია ოჯახმა მიიღო ძალიან გვიან, 1998 წელს. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის 2019 წლის 5 აპრილის განცხადებით, ინფორმაცია მოპოვებულია საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საიდუმლო არქივიდან, რომელიც პერიოდულად ქვეყნდებოდა გაზეთის "სრულიად არა საიდუმლოდ" ფურცლებზე, 1997-1999 წლებში. ასევე, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის იმავე განცხადებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განკარგულების თანახმად, გარკვეული ტერიტორია დროებით სარგებლობაში გადაეცა საპატრიარქოს, სადაც აღმოჩენილ იქნა 1937-1938 წლებში რეპრესიების დროს დახვრეტილი მოქალაქეების ნეშტები, უწესრიგოდ და უპატიოდ განთავსებული. შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით, მოხდა ეპარქიის მიერ მათი ამოსვენება, ხოლო 2019 წლის 21 აპრილს, 15.00 საათზე, ბათუმის №3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მოხდა მათი პატივით დაკრძალვა.

წყარო: ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია: facebook.com; საქართველოს სსრ-ის უმაღლესი სასამართლოს მიერ გაცემული ცნობა № 28.-26 იანვარი.-1958


Share: