The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფრიდრიხ ზიგმუნდ გეორგ ფრაიჰერ კრეს ფონ კრესენშტაინი

ფრიდრიხ ზიგმუნდ გეორგ ფრაიჰერ კრეს ფონ კრესენშტაინი
დაბადების თარიღი:24 აპრილი, 1870
გარდაცვ. თარიღი:16 იანვარი, 1948  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:დიპლომატი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ნიურნბერგი.

I მსოფლიო ომის დაწყებისთანავე სპეციალური სამხედრო მისიით გაგზავნეს ოსმალეთში. იყო მე-8 თურქული არმიის სარდალი – ობერსლეიტენანტი. 1916–1917წწ. ხელმძღვანელობდა თავდაცვით ბრძოლებს ინგლისელთა წინააღმდეგ სინაის ნახევარ კუნძულზე, ღაზასთან და პალესტინაში. 1918 წლის მაისში მას გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. 1918–1919წწ. სათავეში ედგა გერმანიის იმპერიის დიპლომატიურ და სამხედრო მისიას კავკასიაში (რეზიდენცია – თბილისში). მან ხელი შეუწყო კავკასიაში გერმანული გავლენის გავრცელებას და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაახლოებას გერმანულ იმპერიასთან. ომის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა გერმანიაში და განაგრძო ბავარიის სამხედრო ძალებში სამსახური. 1924 წელს მიიღო გენერალ-ლეიტენენტის წოდება. აფხაზებთან საქართველოს ხელისუფლების ურთიერთობაზე წერდა: "აფხაზეთის მთელი მოსახლეობა ქართველების მხარეს იდგა, მხოლოდ ზოგიერთმა მსხვილმა მიწათმფლობელმა მიმართა თურქეთს დახმარებისათვის". საგულისხმოა ისიც, რომ მისი ცნობით, გერმანიამ თავისი ჯარების საქართველოდან გაყვანის წინ მძიმე შეიარაღება და ცხენები ქართველებს გადასცა. 1929 წელს თადარიგში გავიდა. დაწერა მემუარები "ჩემი მისია კავკასიაში". არტილერიის გენერალი (1928). გერმანელი სამხედრო მოღვაწე.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: nplg.gov.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: