The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გულნაზი ტაბატაძე

გულნაზი ტაბატაძე
დაბადების თარიღი:27 მაისი, 1944  (80 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი, ტექნოლოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ქიმიკოს-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1968 წელს; ლენინგრადის (სანქტ-პეტერბურგის, რუსეთის ფედერაცია) ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასპირანტურა 1979 წელს.

2013 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში: 2013-2017წწ. ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი; 2017-2021წწ. ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტი, მოწვეული პროფესორი; 2021 წლიდან ბიონანოკერამიკისა და ნანოკომპოზიტების ტექნოლოგიის ინსტიტუტი, ასოცირებული პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, თანაავტორი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1979), აკადემიური დოქტორი, პროფესორი (2013). კერამიკოსი.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის კერამიკოსთა საზოგადოება, წევრი
  • კერამიკოსთა საერთაშორისო ფედერაცია, წევრი
  • საქართველოს კერამიკოსთა ასოციაცია, წევრი

გააზიარე: