შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჟუჟუნა პეტრიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) ქიმიური და კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1971 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ზოგადი და არაორგანული ქიმიის კათედრის ასპირანტურა 1974 წელს. 1971 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი). საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ქიმიური და ბიოლოგიური დეპარტამენტის სრული პროფესორი. 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის სტატიები, თეზისები, წიგნები. ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი (არაორგანული ქიმია) (თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1978). ქიმიის აკადემიური დოქტორი, სრული პროფესორი. მიღებული აქვს სიგელები და ჯილდოები. სადისერტაციო თემა - "ზოგიერთი მეტალების კოორდინაციული ნაერთების სინთეზი და შესწავლა პირიდინკარბონმჟავას გიდრაზიდებთან". წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |