The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ ცინცაძე

თამარ ცინცაძე
დაბადების თარიღი:29 ივნისი, 1968  (56 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი ექიმის კვალიფიკაციით 1991 წელს; საქ. მეცნ. აკადემიის ფარმაკოთერაპიის ინსტიტუტის, ფარმაკოთერაპიის ინსტიტუტის ასპირანტურა 1994 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ფარმაცევტის კვალიფიკაციით 2003 წელს.

1989-1991წწ. საქ. ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, გულის კარდიომიოპათიისა და იშემიის განყოფილება, მედდა; 1991-1992წწ. თბილისის №2 კლინიკური საავადმყოფო, თერაპიული განყოფილება, ექიმი ინტერნი; 1994-2001წწ. მე-20 პოლიკლინიკა, მე-20 პოლიკლინიკა, ნევროპათოლოგი; 2001 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში: 2001-2002წწ. ფარმაციის კათედრა, უფროსი მასწავლებელი; 2002 წელს ფარმაციის კათედრა, დოცენტი; 2002-2006წწ. ფარმაციის კათედრა, კათედრის გამგე; 2006-2007წწ. ფარმაციის კათედრა, პროფესორი; 2007-2012წწ. ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტი,  პროფესორი; 2012-2013წწ. ფარმაციის დეპარტამენტი, პროფესორი; 2013 წლიდან ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის დეპარტამენტი, პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, თანაავტორი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (2002), აკადემიური დოქტორი, პროფესორი (2006). ფარმაცევტი.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: