The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რევაზ კრიჭინაშვილი

Date of birth:16 December, 1933
Date of death:2 October, 2003  (at 69 years)
Category:Economist, Scientist, Educator, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი საცხენისი, ახლანდელი გარდაბნის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი სტატისტიკის სპეციალობით 1956 წელს.

მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურში. იყო "ცენტროსოიუზის" ლვოვის სავაჭრო-ეკონომიკური ინსტიტუტის კვალიფიკაციის ამაღლების თბილისის ფაკულტეტის დეკანი; 1986–1990წწ. მოსკოვის კოოპერაციული ინსტიტუტის სამეცნიერო-სასწავლო კომპლექსის თბილისის ფილიალის დირექტორი; 1991–2003წწ. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული თბილისის სავაჭრო-ეკონომიკური ინსტიტუტის რექტორი. 1968 წლიდან გარდაცვალებამდე კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა, მათ შორის მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების, რომლებებიც ეძღვნება ვაჭრობის ეკონომიკის, კოოპერაციის, მარკეტინგისა და საერთაშორისო ბიზნესის საკითხებს. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული ჭიდაობის აღორძინებისა და განვითარების საქმეში. ამ თემას მიუძღვნა არაერთი სტატია, წერილი თუ ბროშურა. ეკონომისტ-სტატისტიკოსი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1991), პროფესორი (1996). სპორტსმენი (სამბო).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.214

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი

Bibliography


Share: