The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იოსებ კრიხელი

იოსებ კრიხელი
Date of birth:10 May, 1931
Date of death:22 September, 1988  (at 57 years)
Category:Scientist, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 
მუშაობდა გორის ავტომატიზაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ლაბორატორიის გამგედ. 1947 წლიდან გამოაქვეყნა 1500-მდე საჭადრაკო ამოცანა და ეტიუდი. მრავალი წლის განმავლობაში იყო საჭადრაკო კომპოზიციაში სსრ კავშირის ნაკრების წევრი; საბჭოთა კავშირის ჩემპიონი მრავალსვლიანი ამოცანების შედგენაში (1984), მეორე (1971, 1983) და მესამე (1976, 1981, 1985) პრიზიორი, კოოპერაციული ჟანრის ამოცანების მსოფლიოში აღიარებული ლიდერი. მისი 96 ამოცანა და ეტიუდი დაიბეჭდა "ფიდეს ალბომში". საქართველოსა და საერთაშორისო კონკურსებში მიღებული აქვს 250 პრიზი (აქედან 90 – პირველი). სპორტსმენი (მოჭადრაკე), საჭადრაკო კომპოზიტორი. საერთაშორისო დიდოსტატი საჭადრაკო კომპოზიციაში (1984), ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.214


Share: