The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნანა შაშიაშვილი

ნანა შაშიაშვილი
დაბადების თარიღი:სექტემბერი, 1974  (50 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტი 1996 წელს; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2014 წელს.

1996-2018წწ. მუშაობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში: 1996-1997წწ.  მცენარეთა წარმოების და ნატურალური ფარმაციის დეპარტამენტი, მთავარი პროვიზორ-კოორდინატორი; 1997-2004წწ. წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტი, წამლის ხარისხის ინსპექციის სპეციალისტი; 2004-2009წწ. წამლის სააგენტო, მთავარი სპეციალისტი; 2008-2018წწ. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო: 2008-2013წწ. მთავარი სპეციალისტი, 2014-2018წწ. ინსპექტირების სამმართველოს უფროსი; 2019 წელს სსიპ. წამლის სააგენტო, ინსპექტირების სამმართველოს უფროსი; 2015-2019წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ფარმაციის უნივერისტეტი, მოწვეული ლექტორი; 2019-2022წწ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო. წამლის ინსპექტირების სამართველოს უფროსი; 2021 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ფარმაციის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი; 2022 წლიდან შპს, "ფარმ ჯგუფი - ფარმაცევტული განვითარების ცენტრი", აუდიტორული, საკონსულტაციო და ტრენინგ ცენტრის დირექტორი. 35-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. ფარმაციის აკადემიური დოქტორი (2014), პროფესორი (2021).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: