The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე ამილახვარი

კონსტანტინე ამილახვარი
დაბადების თარიღი:1877
გარდაცვ. თარიღი:1 სექტემბერი, 1924  (47 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

კონსტანტინე ამილახვარი მუშაობდა კასპის რკინიგზის სადგურის უფროსად, დაქორწინებული იყო ნინო შერვაშიძეზე და ჰყავდა ორი ვაჟი - შალვა და ლევან ამილახვრები. 1921 წელს თავადმა ამილახვრებმა ქართველ დიდგვაროვანთა ბედი გაიზიარეს, მათ ჩამოართვეს მამულები და საგვარეულო ნივთები; ქონების ნაწილი დაწვეს და გაანადგურეს, ხოლო  საგვარეულო სასახლე საშუალო სკოლად გადააკეთეს. 1924 წელს კონსტანტინე ამილახვარი სამსახურიდან წაიყვანეს და ყოველგვარი გასამართლებისა და ბრალდების წაყენების გარეშე კასპის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დახვრიტეს. პრაპორჩიკი. ივანე ამილახვრის შვილი, რეპრესირებული.

წყარო: პარაკლისი და დაუჯდომელი წმინდა იოთამ ზედგენიძისა, მეფისათვის თავდადებულისა; ამილახვრები / ნინო ამილახვარი.-თბ., 2013.-გვ.166-167

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გორის განყოფილება, წევრი (1915-)

გააზიარე: