შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე ამილახვარი![]()
ბიოგრაფიაკონსტანტინე ამილახვარი დაიბადა საქართველოში, გიორგი ამილახვრის ოჯახში. 1921 წელს ამილახვრების ოჯახი სტამბოლში წავიდა, საიდანაც ადგილობრივი ქართული სათვისტომოს დახმარებით, 1922 წელს საფრანგეთში გადავიდნენ საცხოვრებლად. კონსტანტინე ამილახვარმა სენ-სირის ცნობილი სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა და საფრანგეთის "უცხოურ ლეგიონში" ჩაირიცხა. კონსტანტინეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ქართველი ემიგრაციის მემარჯვენე ფრთასთან, პირადად იცნობდა ქაქუცა ჩოლოყაშვილს. 1940 წელს გერმანელების მიერ საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილისა და პარიზის ფაქტობრივად უბრძოლველად ოკუპაციის შემდეგ, პარიზში მყოფი კონსტანტინე "მოხალისეთა ლეგიონში" ჩაეწერა. "ფრანგ მოხალისეთა ლეგიონი", რომლის შემადგენლობაშიც 15 ათასამდე მებრძოლი ირიცხებოდა, აღმოსავლეთის ფრონტზე 1941 წლის ოქტომბერში ჩავიდა. ლეგიონში კონსტანტინე ამილახვარი მზვერავთა ასეულის მეთაურად გაამწესეს. კონსტანტინე ამილახვრის ასეული უკრაინაში "წითელ პარტიზანებს" ებრძოდა. ასეულის წევრები "მონადირეთა" სახელით იყვნენ ცნობილნი და მათ პარტიზანთა მოქმედების არეალში დაზვერვითი სამუშაო ევალებოდათ. კონსტანტინე ამილახვრის შესახებ საბჭოთა კონტრდაზვერვის ორგანომ მალე მოიპოვა ინფორმაცია და კვალშიც ჩაუდგა, მაგრამ გერმანელთა მხარეზე მებრძოლი ქართველი ოფიცრის მოხელთება შეუძლებელი აღმოჩნდა. საბჭოთა კონტრდაზვერვის მცდელობით ლვოვის გესტაპოს განყოფილებას ინფორმატორებმა ასეთი ინფორმაცია მიაწოდეს: "კონსტანტინე ამილახვარი შარლ დე გოლისა და საბჭოთა კონტრდაზვერვის ერთობლივი აგენტია, რის დასადასტურებლადაც მრავალი ფაქტის მოყვანა შეიძლება". გესტაპომ კონსტანტინე ამილახვარს ფარული თვალთვალი დაუწესა, მაგრამ ვერაფერი დაუმტკიცა. საბოლოოდ ის ლვოვიდან გამოიძახეს. "ფრანგ მოხალისეთა ლეგიონის" ბანაკი ქალაქ ლვოვიდან ათიოდე კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა. გესტაპოელებმა კონსტანტინეს მანქანით თავადვე მიაკითხეს. ამილახვარს, რომელმაც სახელგანთქმული ძმის, დიმიტრი ამილახვირის დაღუპვის შესახებ ჯერ კიდევ არაფერი იცოდა, ლვოვში წასვლაზე უარი არ უთქვამს. ქალაქისკენ მიმავალ მანქანას გზაში პარტიზანები დაესხნენ თავს. შეტაკებას ყველა გესტაპოელი შეეწირა, ხოლო კონსტანტინე ამილახვარი მძიმედ დაიჭრა. "ფრანგ მოხალისეთა ლეგიონის" ბანაკში სროლის ხმის გაგონებისთანავე განგაში გამოცხადდა - ლეგიონერები უმალვე შემთხვევის ადგილზე გაჩნდნენ. პარტიზანები მოიგერიეს, მძიმედ დაჭრილი კონსტანტინე ამილახვარი კი სასწრაფოდ პარიზში გაგზავნეს, სადაც ის 1943 წლის 4 ივლისს, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. გიორგი ამილახვრის შვილი და დიმიტრი ამილახვრის ძმა. წყარო: გაზეთ "კვირის პალიტრის" ოფიციალურ ვებგვერდი: kvirispalitra.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |