The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანანა დარჩაშვილი

მანანა დარჩაშვილი
დაბადების თარიღი:30 ოქტომბერი, 1960  (64 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1985 წელს; თბილისის ბიზნესისა და მარკეტინგის ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 1999 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურა 2005 წელს.

2009 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროფესორი. მისი კვლევის ინტერესის სფეროა: საერთაშორისო ურთიერთობების აქტუალური საკითხები. მისი ნაშრომების უმეტესობა საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებში ჩართულობას ეხება, აღნიშნულ საკითხზე ხშირად მონაწილეობს საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში. სამეცნიერო ინტერესები: საერთაშორისო პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკური პარტიების საპროგრამო დოკუმენტების კვლევა, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა ქართულ სინამდვილეში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი, 2022 წლიდან ფაკულტეტის სწავლული მდივანი.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: