The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაია ყიფიანი

მაია ყიფიანი
დაბადების თარიღი:23 ივნისი, 1961  (63 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1986 წელს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროფესორი, ისტორიის აკადემიური დოქტორი. აქტიურად მონაწილეობს საქართველოსა და უცხოეთში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციებში. 2012 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გენდერული თანასწორობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი. მისი ორგანიზებით 2023 წელს მეშვიდედ ჩატარდა საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია "მსოფლიო და გენდერი". არის მრავალი სასწავლო ღონისძიების ავტორი: სტუდენტური კონფერენციები, ვორქშოფები, ზამთრის და ზაფხულის სკოლები. მონაწილებს მრავალ საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციებში. 2018 წელს იმყოფებოდა საერთშორისო-სამეცნიერო კონფერენციაზე აშშ-ში სან-ფარნცისკოს უნივერსიტეტში, მოხსენების თემები: "ქალი პოლიტიკაში", და "გენდერული ასპექტი განათლებაში". ინტერესის სფერო - საერთაშორისო პოლიტიკა, ეთნოკონფლიქტი, საქართველო საერთაშორისო სისტემაში, ქალის ფენომენი. სამეცნიერო ინტერესები: პატარა ქვეყანა საერთაშორისო ურთიერთობებში, პოლიტიკური ფსიქოლოგია, პოლიტოლოგია, თანამედროვე აზროვნების პრინციპები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: